ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა მაურიციო სარის 2.5 მილიონი ევროს საკომისიო გადაუხადოს და მისი მასთან კონტრაქტის მესამე წელის დაწყებამე გააუქმოს.
მიუხედავად იმისა, რომ სარიმ „იუვე“ 2020 წლის აგვისტოში დატოვა, მასთან კონტრაქტი გაწყვეტილი არაა და იტალიელი ხელფასს მაინც იღებს. ეს კი სარის სხვა კლუბში დასაქმებასაც აფერხებს.
ახლა კი მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდება და დიდი შანსია, სარი რომის „ლაციოს“ მწვრთნელად დაინიშნოს. აღსანიშნავია, რომ თუ სარის კონტრაქტი 1 ივლისამდე არ გაწყდება, „იუვენტუსს“ ისტორიაში პირველად ეყოლება სამი მწვრთნელი კონტრაქტის ქვეშ. სარის გარდა, იგივე ვითარებაა ახლახან გათავისუფლებულ ანდრეა პირლოსთან მიმართებაში, ხოლო ალეგრისთან ხელშეკრულება ძალაში 1 ივლისიდან შევა.