ესპანურმა გამოცემა Marca-მ ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი დაუკავშირა.
გერმანელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ტურინელებსაც მისი დამატება უფასოდ სურთ.
წყაროს თანახმად, „იუვემ“ ფეხბურთელს უკვე მოუმზადა 4-წლიანი კონტრაქტი, რომელშიც ხელფასის სახით გერმანელი 55 მილიონ ევროს მიიღებს. რიუდიგერით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ მას იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს და „რომას“ ღირსებას იცავდა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი