მთავარი / სიახლეები / მარლი აკე “იუვეს” მთავარ გუნდში დააწინაურეს

მარლი აკე “იუვეს” მთავარ გუნდში დააწინაურეს

ტურინის „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელი მარლი აკე მთავარ გუნდთან ივარჯიშებს და შესაძლოა სათამაშო დრო უფრო მეტად მიიღოს.

როგორც იტალიური მედია წერს, ფრანგი შემტევი ალეგრის მოსწონს და მას ფედერიკო კიეზას ტრავმის გამო უფრო მეტად გამოიყენებს. 21 წლის ფეხბურთელს დებიუტი მთავარ გუნდში „სამპდორიასთან“ იტალიის თასზე ჰქონდა და 15 წუთში გულშემატკივარს თავი აქტიურობით დაამახსოვრა, პენალტიც გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ მარლი აკე „იუვენტუსმა“ „მარსელოდან“ მეორე გუნდისთვის დაიმატა, რომლის შემადგენლობაში სერია C-ში მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …