ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რიუდიგერისთვის იბრძვის. ბრიტანული Sky Sports-ს ცნობით, ტურინელები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
გერმანელ მცველს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და „იუვე“ ეცდება ის ხელში უფასოდ ჩაიგდოს.
თუმცა, კონკურენცია მაღალია, რადგან ფეხბურთელით „იუვეს“ გარდა, „მანჩესტერი“, „ბაიერნი“, პსჟ და „რეალი“ ინტერესდებიან, ამასთან, „ჩელსიც“ ცდილობს მის დაყოლიებას, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
ანტონიო რიუდიგერს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან „ჩელსიში“ გადასვლამდე „რომას“ ღირსებას იცავდა.