მთავარი / სიახლეები / სერია A / “ნაპოლისთან”, “რომასთან” და “ინტერთან” “იუვე” ბონუჩის და კიელინის გარეშე ითამაშებს

“ნაპოლისთან”, “რომასთან” და “ინტერთან” “იუვე” ბონუჩის და კიელინის გარეშე ითამაშებს

ლეონარდო ბონუჩის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა და უახლოესი მატჩები გაუცდება. იტალიური მედიის ცნობით, ლეო მოედანზე „ნაპოლის“, „რომასა“ და „ინტერის“ (იტალიის სუპერთასზე) წინააღმდეგ ვერ გავა.

ეს საკმაოდ სერიოზული დანაკლისია, რადგან ბონუჩის მნიშვნელობის გარდა, გუნდს ჯორჯო კიელინიც აკლია, რომელსაც კორონავირუსი აქვს და ზუსტად ამავე პერიოდი გაუცდება (შესაძლოა, კიელინი სუპერთასის მატჩის წინ გამოჯანმრთელდეს).

ამრიგად, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში უახლოესი და უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის მხოლოდ ორი ცენტრალური მცველი დარჩა – მატიას დე ლიხტი და დანიელე რუგანი.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „ნაპოლის“ 6 იანვარს, „რომას“ 9 იანვარს, ხოლო „ინტერს“ 12 იანვარს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …