ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაუკავშირეს.
საქმე ისაა, რომ ხორვატ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით მის განახლებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
„იუვე“ მზადაა ლუკა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. როგორც ესპანური მედია წერს, მოდრიჩს ამ დროისთვის ორი შეთავაზება აქვს მიღებული – „იუვენტუსიდან“ და ყატარული კლუბიდან.
ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. ლუკა მოდრიჩი 36 წლისაა, მაგრამ შესანიშნავ ფორმაშია და „სამეფო კლუბის“ ლიდერია.