მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” “ლიონის” ბრაზილიელი ნახევარმცველით დაინტერესდა

“იუვენტუსი” “ლიონის” ბრაზილიელი ნახევარმცველით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველით, ბრუნო გიმარაეშით დაინტერესდა. იტალიელებს 24 წლის ბრაზილიელის გადაბირება იანვარში იჯარით სურთ.

თუმცა, პრობლემა „ლიონის“ მაღალი მოთხოვნებია – იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით, რომლის საფასური 45 მილიონი ევრო იქნება. ჯერჯერობით სხვა არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ „იუვეს“ ძალიან მოსწონს სამხრეთამერიკელი საყრდენი.

ბრუნო გიმარაეში „ლიონში“ 2020 წლის ზამთარში „ატლეტიკო პარანაენსედან“ გადავიდა და მას შემდეგ 55 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილიის ნაკრებში მას 3 თამაში აქვს ჩატარებული.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსის” ფანების ბანერი “სან სიროზე: “ანიელი, მოკვდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ულტრასებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკვე კარგა ხანია, Curva …

“არსენალს” არტურის გადაბირება სურს

ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. „მეთოფეები“ მუშაობენ, …