მთავარი / სიახლეები / შეაფერხებს თუ არა მძიმე ტრავმა კიეზას გამოსყიდვის პროცესს?

შეაფერხებს თუ არა მძიმე ტრავმა კიეზას გამოსყიდვის პროცესს?

ფედერიკო კიეზამ ტრავმა მიიღო, რამაც გააჩინა ეჭვები გამოისყიდის თუ არა „იუვენტუსი“ მას ზაფხულში „ფიორენტინადან“.

საქმე ისაა, რომ ფედერიკო ტურინულ გრანდს 2020 წელს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა (რაც 10 მილიონი ევროდ დაჯდა), რომლის ვადა 30 ივნისს იწურება, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით (50 მილიონი ევროა გამოსყიდვის ფასი), სხვადასხვა პუნქტის მიხედვით.

კერძოდ, 2021-2022 წლების სეზონში გამოსყიდვის ვალდებულება ავტომატურად გააქტიურდება, თუ სამი პუნქტიდან ერთ-ერთი შესრულდება: კიეზა გაიტანს სეზონში 10 გოლს ან 10 საგოლე პასს შეასრულებს, რაც უკვე შეუსრულებადია, რადგან მისთვის სეზონი 4 გოლით და 4 საგოლე პასით დასრულდა. მეორე პუნქტი ეხება კიეზას სათამაშო წუთებს, რაც ასევე მიუღწევადია, მესამე პუნქტი კი „იუვეზეა“ დამოკიდებული – ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, უფრო დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეს. ამიტომაც, გაჩნდა კითხვები კიეზას მომავალთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ეჭვები და კითხვები უბრალოდ არ არსებობს. პუნქტების შეუსრულებლობის მიუხედავად, კიეზას „იუვენტუსი“ „ფიორენტინადან“ დაუბრკოლებლად გამოისყიდის, რადგან მხარეები ამაზე უკვე დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ. მთლიანობაში იჯარის ღირებულების ჩათვლით, „იუვეს“ კიეზას ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდება. ამრიგად, ფედერიკო ზაფხულში ტურინულ გრანდთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას დღემდე „იუვენტუსში“ 61 მატჩი აქვს ჩატარებული, 18 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა, მოიგო იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …