მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

“იუვენტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეოთხედფინალში „ლაციო“ დაამარცხა.

ეს პირველი გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც ტურინელებს 15 ქულა დააკლეს და მათ გარშემო დიდი სკანდალი ატყდა. რაც მთავარია, როგორც იქნა, „იუვემ“ კარი მშრალად შეინახა.

გამარჯვების გოლი კი გლეისონ ბრემერმა გაიტანა, რომელმაც თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. უნდა აღინიშნოს, რომ „იუვე“ უფრო ახლოს იყო მეორე გოლთან, ვიდრე „ლაციო“ გათანაბრებასთან, ამდენად, ალეგრის გუნდმა დამსახურებულად მოიგო.

იტალიის თასის ნახევარფინალში, რომელიც ორრაუნდიანი იქნება, „იუვენტუსი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი ფლორენციის „ფიორენტინა“ და „კრემონეზე“ ითამაშებენ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …