მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ზაფხულში ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას აპირებს

“იუვენტუსი” ზაფხულში ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას აპირებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ „იუვენტუსი“ უკვე მომავალზე და ზაფხულის გეგმებზე ფიქრობს.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული გრანდი სერიოზულად აკვირდება „რომას“ ფეხბურთელის ნიკოლო ძანიოლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით.

„ჯალოროსის“ სპორტულმა დირექტორმა გუშინ თქვა, რომ მას და არც არავის შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ ძანიოლო მომდევნო სეზონსაც „რომაში“ გაატარებს.

აგრესტის ცნობით კი, „იუვენტუსი“ იტალიელი შემტევით დაინტერესებულია და ეცდება, ზაფხულში გადაიბიროს. 22 წლის ფეხბურთელს „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ამიტომაც, „იუვეს“ მიზნის მისაღწევად საკმაოდ სოლიდური ფინასების გაღება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო „რომაში“ 2018 წლიდან თამაშობს და 95 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიის ნაკრებში კი მან 8 თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …