მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” “დორტმუნდის” მცველით დაინტერესდა

“იუვენტუსი” “დორტმუნდის” მცველით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის შეძენას ეცდება.

„ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი ტურინელთა პირველი სამიზნეა, მაგრამ კონკურენციას მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნიც“ უწევენ. ამიტომაც, „იუვეს“ ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავს – მანუელ აკანჯი.

„დორტმუნდის“ 26 წლის შვეიცარიელი ცენტრალური მცველი, რომელსაც გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. Tuttosport-ის ცნობით, აკანჯი ტურინელთათვის საინტერესო ფიგურაა და შესაძლოა, მის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყონ.

მანუელ აკანჯი „დორტმუნდში“ 2018 წლის იანვრიდან თამაშობს და 151 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი „ვინთერთურისა“ და „ბაზელის“ ღირსებას იცავდა. შვეიცარიის ნაკრებში აკანჯის აქტივში 39 უგოლო თამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …