ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის შემდეგ ნახევარმცველის დამატებას გეგმავს და „გლადბახის“ 25 წლის ფეხბურთელისმ დენის ზაკარიას გაფორმებას აქტიურად ცდილობს.
ფაბრიციო რომანოსა და რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინელებს ფეხბურთელის გარემოცვასთან აქვს კონტაქტი და ახლა გადაწყვეტილება „გლადბახის“ ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.
ზაკარიას გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მას დანამდვილებით არ განაახლებს, შესაბამისად, 1 ივლისიდან კლუბს უფასოდ დატოვებს. ამიტომაც, ფეხბურთელი, რომელსაც Trasnfermarkt-ი 30 მილიონ ევროდ აფასებს, „იუვეში“ 7 მილიონ ევროდ უნდა გადავიდეს. ყოველშემთხვევაში „გლადბახი“ ამ წინადადებას სავარაუდოდ მიიღებს, რადგან ეს ბოლო შანსია მისი ტრანსფერით ფინანსური სარგებელი ნახოს.
ზაკარიას დამატების შემთხვევაში „იუვენტუსს“ მოუწევს რომელიმე ფეხბურთელის გასხვისება – ყველაზე რეალური დეიან კულუშევსკის, არტურის ან როდრიგო ბენტანკურის წასვლაა.
დენის ზაკარია „გლადბახში“ 2017 წლიდან თამაშობს და 146 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვეიცარიის ნაკრებში კი 40-ჯერ ითამაშა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა. სხვათა შორის, 2019 წელს, მან თბილისში, საქართველოს ნაკრებსაც გაუტანა.
Juventus have submitted an opening proposal to sign Denis Zakaria immediately: €7m add ons included. Borussia Moenchengladbach will decide soon. ⚪️⚫️ #Juventus
Juve need at least one midfielder to leave in the next hours – Rodrigo Bentancur or Arthur Melo, as things stand. pic.twitter.com/HPnaFmNs9o
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 29, 2022