მთავარი / სიახლეები / მორატას “იუვენტუსში” დარჩენის შანსი უფრო დიდია, ვიდრე წასვლის

მორატას “იუვენტუსში” დარჩენის შანსი უფრო დიდია, ვიდრე წასვლის

ალვარო მორატა „იუვენტუსში“ ალბათ უფრო დარჩება, ვიდრე გუნდს დატოვებს. დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის მერე ესპანელის წასვლა თითქოს რეალური იყო, მაგრამ იტალიური მედია იტყობინება, რომ მასიმილიანო ალეგრის მისი სეზონის ბოლომდე შენარჩუნება სურს.

ალეგრი ფიქრობს, რომ მორატას შეუძლია, როგორც ვლაჰოვიჩთან დუეტში თამაში, ისე დიბალასთან და სერბთან ერთად ტრიოში გარჯა. გარდა ამისა, მორატას „ბარსელონაში“ გადასვის შანსმაც მოიკლო.

„ატლეტიკოს“, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, არ სურს „ბარსას“ გაძლიერება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტია. ამასთან, კატალონიური გრანდი ვერ ახერხებს გუნდიდან უსმან დემბელეს გაშვებას, რაც აუცილებელია, რომ მორატასთვის ადგილი გამოთავისუფლდეს, როგორც შემადგენლობაში, ისე სახელფასო ბიუჯეტში.

საუბრობენ პრემიერლიგიდან „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ინტერესზე და 31 იანვრის ღამემდე, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ესპანელი მიმდინარე სეზონს ტურინულ გრანდში ჩაამთავრებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ალვარო მორატამ ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …