ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ მცველის, ანდრეა კამბიასოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს დღეებში ახალგაზრდა იტალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
გარდა ამისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ „იუვე“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველის, ნაუელ მოლინას გადაბირებაზე უკვე აქტიურად მუშაობას. ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია – 4-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 2.5 მილიონი ევროს ხელფასი ბონუსების ჩათვლით.
24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „უდინეზეს“ რიგებში 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მას არგენტინის ნაკრებში 17-ჯერ უთამაშია და ერთი წლის წინ კოპა ამერიკა მოიგო.