ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ჩრდილოეთ მაკედონიის „კამენიცა სასა“ 12:0 გაანადგურა.
ტურინელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქესთან არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. ჰეთ-თრიქები შეასრულეს არიანა კარუზომ და ანდრეა სტასკოვამ, ხოლო ორი გოლი კრისტიანა ჯირელის ანგარიშზეა.
ამრიგად, „იუვენტუსი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ავსტრიულ „სანქტ პოლტენსა“ და თურქულ „ბეშიქთაშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„იუვენტუსი“ – „კამენიცა სასა“ (ჩრდ. მაკედონია) 12:0 (4:0)
გოლები: 1:0 კარუზო (3), 2:0 კარუზო (12), 3:0 როსუჩი (18), 4:0 ჯირელი (45), 5:0 ბონანსეა (51), 6:0 ჯირელი (56), 7:0 ზამანიანი (59), 8:0 სტასკოვა (65), 9:0 კარუზო (76), 10:0 სტასკოვა (84), 11:0 სტასკოვა (90), 12:0 ბონფანტინი (90)