ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ბაზის დატოვება აეკრძალათ. კლუბმა გადაწყვეტილება „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ მიიღო.
ორშაბათიდან შაბათამდე, როცა მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება, ფეხბურთელები ბაზას ვერ დატოვებენ და ოჯახის წევრებს ვერ ნახავენ.
სიტუაცია კრიზისულმა პერიოდმა განაპირობა, რომლისგან გამოსვლაც „ბიანკონერი“ დღემდეგ ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს ორ მატჩს „ზენიტისა“ და „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.