ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში თავდამსხმელის დამატებას აპირებს და მასიმილიანო ალეგრის სიაში ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინიც მოხვდა, რომელსაც ინგლისური გუნდის დატოვება სურს.
Calciomercato-ს ცნობით, „იუვენტუსი“ სიტუაციას აკვირდება, მაგრამ ტურინელები შიშობენ, რომ ინგლისელის ტრანსფერისთვის ბიუჯეტი არ ეყოფათ. მიუხედავად ამისა, მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ და ფეხბურთელის მოთხოვნები მოისმინონ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჰარი კეინზე უფრო აქტიურად არკადიუშ მილიკს, გაბრიელ ჟესუსს, მაურო იკარდისა და ედინ ჯეკოს უკავშირებენ.