ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლებს და იტალიური მედია მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს.
(4-3-3): პერინი; დანილო, ბონუჩი, ბრემერი, ალექს სანდრო; მაკკენი, ლოკატელი, რაბიო; კუადრადო, ვლაჰოვიჩი, კოსტიჩი
ტურინულ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს და ტრავმის გამო ანხელ დი მარია ვერ ითამაშებს. მცირე დაზიანება აქვს დენის ზაკარიასაც, რომელსაც ძირითადში სავარაუდოდ, ადრიენ რაბიო ჩაანაცვლებს, რომელიც „მანჩესტერში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. რაბიოს წინა ტურში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. ასევე მოიხადა დისკვალიფიკაცია მოიზე კინმა, რომელიც თადარიგში იქნება.
შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.