მთავარი / სიახლეები / პოგბას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

პოგბას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და სარეაბილიტაციო კურსის მეორე ეტაპს დაიწყებს.

პოგბა მზადაა სირბილი დაიწყოს და ნელ-ნელა ვარჯიშს სრული დატვირთვით დაუბრუნდეს. ტურინში იმედოვნებენ, რომ ფრანგი სათამაშოდ 3 კვირაში, 11 სექტემბერს იქნება, როდესაც „იუვენტუსი“ „სალერნიტანას“ შეხვდება.

მანამდე პოლ სერია A-ს ოთხი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ პოგბამ მოსამზადებელ ეტაპზე ერთადერთი ამხანაგური თამაში ჩაატარა, შემდეგ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …