ტურინის „იუვენტუსი“ ორდღიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და ვარჯიშები განახლდა.
„ბებერი ქალბატონის“ რიგებში პირველად ივარჯიშა შვეიცარიელმა ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ.
საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ფედერიკო ბერნარდესკის, ლეონარდო ბონუჩის, ლუკა პელეგრინის და ალვარო მორატას. მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და დაისვენეს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ გამართავს.