ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს ვითარება ორ თვეში რადიკალურად შეიცვალა. აგვისტოში ტურინელები ფრანგ ფეხბურთელს „მანჩესტერში“ უშვებდნენ და გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ახლა კი, Tuttosport-ი წერს, რომ რაბიომ შეიძლება კონტრაქტი გაახანგრძლივოს და ამის შანსი საკმაოდ მაღალია. 27 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ამ სეზონს რაბიო კარგად ატარებს და შეიძლება ითქვას, გუნდის ნახევარდაცვაში ნათელი წერტილია.
წყაროს თანახმად, „იუვეში“ სერიოზულად ფიქრობენ ახალ კონტრაქტზე და რაბიოს დედა, ამავდროულად აგენტი ვერონიკ რაბიო შეთავაზებას ელოდება. ჯერჯერობით სხვა და ფინანსური დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსში“ 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მას შემდეგ 138 მატჩში 8 გოლი გაიტანა.