ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ემპოლის“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. შეიძლება ითქვას, ეს ტურინელთა საუკეთესო თამაში იყო სეზონში. ანგარიში სწრაფადვე, მერვე წუთზე მოიზე კინმა გახსნა ფილიპ კოსტიჩის კარგი ფლანგური გადაცემის შემდეგ. პირველ ნახევარში ანგარიში არ შეცვლილა, მეორე ტაიმში კი „იუვემ“ გაცილებით უკეთ ითამაშა.
ჯერ სხვაობა ვესტონ მაკკენიმ გაზარდა, მერე მასპინძლებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, ორჯერ არკადიუშ მილიკს, რომელმაც ერთხელ თავით ააცილა, მეორედ მეკარემ აჯობა. „ემპოლის“ მეკარე დიდებული იყო ფაბიო მირეტის წინააღმდეგაც, რომელსაც სადებიუტო და ულამაზესი გოლის გატანაში შეუშალა ხელი. კინმა მეორეც გაიტანა, მაგრამ მცირედი თამაშგარის გამო გოლი არ ჩაუთვალეს. მატჩის მიწურულს კი ადრიენ რაბიომ გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და ხასიათი გამოიკეთა, სატურნირო ცხრილში კი ჯერ ისევ უკანააა. მომდევნო მატჩს ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ლისაბონის „ბენფიკასთან“ სტუმრად სამშაბათს გამართავს.
„იუვენტუსი“ – „ემპოლი“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 კინი (8), 2:0 მაკკენი (56), 3:0 რაბიო (82), 4:0 რაბიო (90)