აარონ რემზის და „იუვენტუსის“ ურთიერთობა სრულდება. Calciomercato-ს ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინელები ფეხბურთელის გაყიდვას ეცდებიან.
დარჩენილ ორ თვეში რემზისთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეიცვლება და უელსელი ტრანსფერზე იქნება დაყენებული. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტონ. ამაზე რემზიც თანახმაა, მაგრამ კომპენსაციას ითხოვს, რაც მისი დიდი ხელფასიდან გამომდინარე, უმნიშვნელო თანხა არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ აარონ რემზი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს, მაგრამ თავის საუკეთესოდ წარმოჩენა დღემდე ვერ მოახერხა. ტურინულ კლუბთან მას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. უელსელი ფეხბურთელის ხელფასი “იუვეში” სეზონში 7 მილიონი ევროა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია მოთამაშითვის, რომელიც ან ტრავმირებულია ან სათადარიგო სკამზე ზის.