მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” კულუშევსკის გაყიდვას იანვარში აპირებს

“იუვენტუსი” კულუშევსკის გაყიდვას იანვარში აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა დეიან კულუშევსკიმ დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბი სერიოზულად განიხილავს შვედი ფეხბურთელის იანვარში გასხვისების შესაძლებლობას.

კულუშევსკიმ ტურინულ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა და მას განსაკუთრებით მასიმილიანო ალეგრი არ ენდობა. ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა იანვარში გაყიდოს და გამომუშავებული თანხით ნახევარმცველის ან თავდამსხმელის ყიდვა სცადოს.

კულუშევსკი „იუვენტუსმა“ 44 მილიონ ევროდ შეიძინა და 2020 წლიდან დღემდე 62 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …