ტურინის „იუვენტუსმა“ ფილიპო რანოკიას კონტრაქტი 2026-წლამდე გაუხანგრძლივა და „მონცაში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
21 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონს ლომბარდიელთა რიგებში გაატარებს. რანოკია „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობს, მანამდე ის „პერუჯაში“ იყო. რანოკიამ 23-წლამდე გუნდში 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მთავარ გუნდში კი ოფიციალური დებიუტი არ ჰქონია.
მან გასული სეზონი იჯარით „ვიჩენცაში“ გაატარა და 30 შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა.