მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ვალდებულები ვართ, სკუდეტო მოვიგოთ”

ალეგრი: “ვალდებულები ვართ, სკუდეტო მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსი“ ლას-ვეგასში ჩავიდა, სადაც ამერიკული ტურნეს ფარგლებში სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ტურინელებს პირველი მატჩი მექსიკურ გვადალახარას „ჩივასთან“ ელოდებათ.

შეხვედრის წინ მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მათ აქვთ ვალდებულება, რომ სკუდეტო მოიგონ.

„იუვენტუსი“, როგორც ყოველთვის, ყველა მიზნის მიღწევას ეცდება, ამ ზაფხულს კარგი ფეხბურთელები მოვიდნენ, ზოგი გამოცდილი, ზოგიც ახალგაზრდა. ეს ჩვენი მეორე სეზონია და შესაბამისად, კარგი საფუძვლიდან ვიწყებთ სეზონს. ტიტულის გარეშე ჩატარებული სეზონის შემდეგ პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მოვალეობა გვაქვს სკუდეტო მოვიგოთ.

დი მარია და პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, ასევე გვყავს გატის მსგავსი ახალგაზრდა და გარდა ამისა, არიან სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებიც, რომლებიც უნდა შევაფასო. ძალიან ბედნიერი ვარ ბრემერის მოსვლით, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, როგორსაც ვეძებდით. ამ დონის ბევრი მცველი არ არის და კლუბის ხელმძღვანელობამ იყოჩაღა, რომ დე ლიხტი დროულად შეცვალა. კმაყოფილი ვარ, მაგრამ ახლა მატჩები იწყება და სეზონის დაწყებამდე მხოლოდ 1 თვე დარჩა.

პირველი მატჩი გველოდება, 10 დღე კარგად ვიმუშავეთ, ახლა მაინტერესებს, როგორც ვიმოქმედებთ თამაშისას და ხვალ ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება. „ჩივასი“ მაღალი დონის გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში კარგი შედეგები ახლა არ აქვს. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ მექსიკურ ფეხბურთს, კარგი ფეხბურთელები არიან და „ჩივასი“ ორგანიზებული გუნდია. ეს იქნება პირველი მატჩი იმ სამი თამაშიდან, რომლებიც სეზონისთვის კარგად მომზადებაში უნდა დაგვეხმარონ.

ამერიკაში ფეხბურთი ძალიან გაიზარდა, სტადიონები ყოველთვის სავსეა და გულშემატკივრების მხრიდან დიდი ვნებაა. კარგი იქნება აქ თამაში, სტადიონი ფანტასტიკურია. ლას-ვეგასში პირველად ვარ, ალბათ, შვებულებისას დავბრუნდები. პოკერს თუ ვითამაშებ? არა. მაკკენი კარგი ფეხბურთელია, საუკეთესო ამერიკელი და მან თავი ევროპაში უკვე დაიმკვიდრა და „იუვენტუსში“ ყოფნა მისთვისაც მნიშვნელოვანია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და გვადალახარას „ჩივასის“ მატჩი 23 ივლისს, თბილისის დროით დილის 07:00 საათზე გაიმართება. მთლიანობაში „იუვე“ ამერიკაში სამ სპარინგს ჩაატარებს და მექსიკელების შემდეგ „ბარსელონასა“ და „რეალს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …