ტურინის „იუვენტუსი“ იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თავდამსხმელ ტომაზო მანჩინის დაიმატებს.
18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე „ვიჩენცასთან“ შეთანხმება მიღწეულია და ვენეტოელები 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებენ. მანჩინი პაოლო მონტეროს გაწვრთნი 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდება და 23-წლამდე გუნდშიც მოხვედრის შანსი ექნება.
ტომაზო იტალიის ერთი-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა და მის დამატებას „მილანი“ ცდილობდა, მაგრამ ტურინელებმა ტრანსფერისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს.
ცხადია, მანჩინი პროგრესირებას თუ გააგრძელებს, მთავარ გუნდში მოხვედრის შანსი ექნება და მისი ტრანსფერიც ამ მიზნით განხორციელდა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი