მთავარი / სიახლეები / კასანო: “დი მარია ფანტასტიკურია, მაგრამ “იუვემ” უკეთ უნდა ითამაშოს”

კასანო: “დი მარია ფანტასტიკურია, მაგრამ “იუვემ” უკეთ უნდა ითამაშოს”

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „სასუოლოს“ წინააღმდეგ შეაფასა და თქვა, რომ გოლამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი ცუდი იყო, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა. კასანომ ანხელ დი მარია შეაქო და მის სიდიადეში დარწმუნებულია.

„იუვემ“ საწყის 20 წუთში კარგად ვერ ითამაშა, თითქოს გასული სეზონი იყო. დი მარიას გოლის მომენტში გაუმართლა და შემდეგ თამაში შეიცვალა. „იუვენტუსმა“ უკეთ უნდა ითამაშოს, დაუშვებელია ისე თამაში, როგორც პირველ 20 წუთში, როცა ზედიზედ სამი ზუსტი პასი არ გაუკეთებიათ. გოლის მერე კი გასაგებია, რომ „სასუოლო“ მოიშალა და 8:0 მოგებაც შეეძლოთ.

დი მარია ფენომენია, ახალი არაფერია, მას 15 წელია ვიცნობთ, მიუხედავად იმისა, რომ მედიის მხრიდან ყოველთვის დაუფასებელი იყო. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ქმნის განსხვავებას, ამჟამად სერია A-ში ყველაზე სასიამოვნო მისი თამაშის ყურებაა.

გარდა ამისა, როგორც მეუბნებიან, ფანტასტიკური ადამიანია და შრომისმოყვარეა. თუ „იუვე“ მას დაეყრდნობა, შეუძლია დიდი შედეგების მიღწევა, მაგრამ უკეთ უნდა ითამაშოს. მინდა ვნახოთ უკეთესი „იუვენტუსი“ და შეფასებებში მძიმე ვიქნები“, – თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეორე ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად გენუის „სამპდორიას“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …