ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში „მონცასთან“ წააგო და ღრმა კრიზისშია. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კიდევ ერთხელ ითამაშა კატასტროფული ფეხბურთი და დამსახურებულად დარჩა უქულოდ.
„იუვეს“ 90 წუთის განმავლობაში არათუ რეალური, ნახევრად საგოლე მომენტიც არ შეუქმნია და 74-ე წუთზე გოლიც გაუშვა, რომელიც კრისტიან გიტკიარეის ანგარიშზეა.
„იუვენტუსს“ სერია A-ს 7 ტურში მხოლოდ 10 ქულა აქვს დაგროვილი (2 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება), ამას თუ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ორ მარცხს დავუმატებთ, სიტუაცია მართლაც კრიტიკულია.
სხვათა შორის, „მონცა“ ამ ტურამდე ერთადერთი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იყო და სერია A-ში თავის ისტორიაში პირველი თამაში მოიგო.