მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “ვენეცია” იუბილარი ბონუჩის დუბლით დაამარცხა

“იუვემ” “ვენეცია” იუბილარი ბონუჩის დუბლით დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიუახლოვდა და ოფიციალურად მის მოსაპოვებლად ერთადერთი ქულა სჭირდება.

35-ე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბოლო ადგილოსან „ვენეციას“ უმასპინძლა და ძალიან გაუჭირდა 3 ქულის მოპოვება. არადა, „იუვემ“ ძალიან აქტიურად დაიწყო და საწყის 4 წუთში ორი რეალური მომენტი ჰქონდა. ჯერ დენის ზაკარიამ მცირედით ააცილა კარს, მერე ლუკა პელეგრინიმ ხარიხა შეაზანზარა. მე-7 წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა. ფაბიო მირეტიმ, რომელიც პირველად იყო ტურინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში და სხვათა შორის, ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, ჯარიმა ჩააწოდა, იქ ყველას მატასი დე ლიხტმა აჯობა, რომელმაც საგოლე პასი ლეონარდო ბონუჩი გაუკეთა. ბონუჩი დღეს 35 წლის გახდა და დაბადების დღე გოლით აღნიშნა. პირველ ტაიმში „იუვეს“ დარჩენილ დროში ყველაზე კარგი შანსი ერთხელ ჰქონდა, როცა ფაბიო მირეტის მეკარემ აჯობა.

მეორე ნახევარში „იუვე“ მოდუნდა და დაისაჯა. არამუმ 4 წუთში სამი საგოლე მომენტი შექმნა. ჯერ ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა, მერე ოდნავ ააცილა კარს, ხოლო 71-ე წუთზე შორი მანძილიდან გაიტანა და გაათანაბრა. „ვენეციას“ ამ მატჩამდე ბოლო 8 თამაში წაგებული ჰქონდა და „იუვეს“ მასთან რომ ვერ მოეგო, რა თქმა უნდა დიდი წარუმატებლობა იქნებოდა.

ტურინული გუნდი სირცხვილისგან ისევ იუბილარმა ბონუჩიმ იხსნა, რომელმაც დანილოს პასით 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, გოლი ისევ მირეტის სტანდარტს მოჰყვა, რომელმაც ამჯერად კუთხური ჩააწოდა ძალიან კარგად.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 69 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა პრაქტიკულად განაღდებული აქვს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო მატჩს 6 მაისს, სტუმრად „ჯენოასთან“ გამართავს.

„იუვენტუსი“ – „ვენეცია“ 2:1 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, პელეგრინი (ა;ექს სანდრო 58); ბერნარდესკი (დიბალა 58), ზაკარია, მირეტი (არტური 79), რაბიო; ვლაჰოვიჩი (კიელინი 79), მორატა (კინი 69)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ვენეცია“ (4-3-2-1): მაენპაა; მატეუ (ოკერეკე 86), კალდარა, ჩეკარონი, ჰაპსი (ულმანი 86); კრნიგოი (პერეტცი 64), ვაკა (ფიორდილინო 37), ამპადუ; არამუ, კუისანსი (კიიინე 46); ანრი

მწვრთნელი: ანდრეა სონჩინი

გოლები: 1:0 ბონუჩი (7), 1:1 არამუ (71), 2:1 ბონუჩი (76)

გაფრთხილება: ზაკარია (25), პელეგრინი (45), ალექს სანდრო (63) – კიინი (56), არამუ (61), ჰაპსი (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 9 (3) ბურთის ფლობა: 8:4 კუთხურები: 12:17 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ალესანდრო პრონტერა

შემთხვევითი სიახლე

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო

პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე …

მილიკმა ვარჯიში გამოტოვა და “მაკაბისთან” თამაში საეჭვოა

ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს. პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა …