ტურინის „იუვენტუსმა“ „კალიარიმ“ ნაჰიტან ნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
„იუვე“ სეზონის ბოლომდე იჯარაში 2 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ურუგვაელი ნახევარმცველის ტრანსფერი შედგება.
ნანდესი ტურინულ გრანდს იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ როდრიგო ბენტანკური, არტური ან აარონ რემზი იანვარში გუნდს დატოვებს.
გარდა ამისა, კლუბები მუშაობენ სულეს, აკეს, რანოკიასა და ფაჯიოლის შესახებაც, მაგრამ ეს არ უკავშირდება ნანდესის ტრანსფერს. ისინი შესაძლოა სარდინიულ კლუბში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადავიდნენ.