მთავარი / სიახლეები / მოჯი: “სად ჰქონდა “იუვეს” ვლაჰოვიჩის ფული? ანიელების ოჯახს “ინტერის” ყიდვაც შეუძლია”

მოჯი: “სად ჰქონდა “იუვეს” ვლაჰოვიჩის ფული? ანიელების ოჯახს “ინტერის” ყიდვაც შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, იტალიაში ანტიიუვენტინოებს უკვირთ, სად ჰქონდა „იუვეს“ სერბი ტრანსფერისთვის ფული, რაზეც მოჯიმ ძალიან ცინიკურად უპასუხა:

„ფული ვლაჰოვიჩის ტრანსფერისთვის? „იუვენტუსი“ ეკუთვნის ანიელის ოჯახს და მისი სიმდიდრის 2% საკმარისია მილანის „ინტერის“ შესაძენად. ეს არ არის ხუმრობა, არამედ რეალური ფაქტია“, – თქვა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ კლუბებს შორის 67 მილიონისა და ბონუსებით შეთანხმება უკვე მიღწეულია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …