მთავარი / სიახლეები / იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 11 ივნისი

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 11 ივნისი

დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება და გახსნის მატჩი რომშია, სადაც იტალია თურქეთს უმასპინძლებს. ამიტომაც, წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები ამჯერად განსხვავებულია.

მაგალითად, Corriere Dello Sport-მა და Tuttosport-მა მხოლოდ ერთი სათაური გაიტანეს პირველ გვერდზე, თანაც ერთნაირი და ერთი და იმავე ფოტოთი.

GAZZETTA DELLO SPORT

ჩვენ ყველანი აძური ვართ

ევრო იწყება ოლიმპიკოზე იტალია-თურქეთით

რომი ეხუტება ეროვნულ ნაკრებს

მანჩინი: „მაისურს დავიცავთ“

სტადიონზე 15 000 გულშემატკივარი და სერჯო მატარელა იქნება

მბაპე და საფრანგეთი მთავარი ფავორიტია

ლუკაკუ და ფოდენი უკან მიჰყვებიან. ჩვენც იქ ვართ

CORRIERE DELLO SPORT

იტალიის სიყვარულმა მანძილი არ იცის

TUTTOSPORT

იტალიის სიყვარულმა მანძილი არ იცის

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …

პოგბა მარკიზიოს: “მომდევნო მიმართულება ტურინია”

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ფრანგის ტურინში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. …