წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 30 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს:
GAZZETTA DELLO SPORT
სამფეროვანი ისრები
სწრაფი იტალია: იმობილედან კიეზამდე და სპინაცოლამდე. არავის ჰყავს ისეთი სწრაფი მოთამაშეები, როგორც ჩვენ. ბელგიას ასაკოვანი დაცვა ჰყავს. საერთო ჯამში მათი დაცვის ცენტრი 101 წლისაა
კიელინი მზადაა ძირითადში ითამაშოს და ლუკაკუს დაუპირისპირდეს
კანავარო: „გუნდურად თუ ვითამაშებთ, შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონობაც დავისახოთ მიზნად“
„იუვეს“ სპრინტი ლოკატელისთვის: ფრთხილად იყავით, „არსენალი“ და „დორტმუნდიც“ აქ არიან. „ატალანტა“, მუსო ახლოაა
პრინცი სტერლინგი
ფეხბურთის ფედერაციამ უარყო ლოტიტოს გეგმა, „სალერნიტანამ“ შესაძლოა სერია A-ში თამაშის უფლება ვერ მიიღოს
CORRIERE DELLO SPORT
ევროს გმირები სატრანსფერო ბაზარზე
მცდელობა ბერარდიზე
„ლესტერი“ და „მილანი“ იტალიელი თავდამსხმელისთვის იბრძოლებენ
„იუვე“ ლოკატელის უახლოვდება, ჯაკა „რომას“
ინგლისი მეოთხედფინალშია, ისინი რომში უკრაინას შეხვდებიან
იმობილე: „ჩემს გოლებს ევროპის ჩემპიონობაში გავცვლი“
ფეხბურთის ფედერაცია: „სალერნიტანა“ უნდა გასხვისდეს
რევოლუცია: რიცოლი მიდის, როკი მოდის
TUTTOSPORT
ლუკაკუ, კიელო მზად არის
ახალი „იუვენტუსი“ 10 გეგმით
გთავაზობთ „ბიანკონერის“ გეგმებს ალეგრის მეორე ეპოქასთან დაკავშირებით. კრიშტიანუს მომავლიდან მორატამდე და დიბალას დარჩენამდე. ლოკატელის გაფორმებიდან მეორე მეკარის არჩევამდე
ჰაუგე იურიჩისკენ: „ტორინო“ ნორვეგიელის დამატებას ეცდება
ილიჩიჩი „მილანში“: იბრა მას ელოდება
„ატალანტა“, აი, მუსო