მთავარი / სიახლეები / იტალიის ნაკრებში 5 იუვენტინო გამოიძახეს

იტალიის ნაკრებში 5 იუვენტინო გამოიძახეს

იტალიის ნაკრები ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს და რობერტო მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა.

„სკუადრა აძურაში“ „იუვენტუსის“ 5 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არის ფედერიკო კიეზა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა. პირველად მიიწვიეს ნაკრებში ნიკოლო ფაჯოლი და ფაბიო მირეტი, ასევე გამოიძახეს ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო გატი. მანჩინის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა მანუელ ლოკატელი.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გულიელმო ვიკარიო (ემპოლი)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ემერსონი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), პასკუალე მაძოკი (სალერნიტანა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), დავიდე ფრატეზი (სასუოლო), ფაბიო მირეტი (იუვენტუსი), სამუელე რიჩი (ტორინო), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრიდ ნიონტო (ლიდსი, ინგლისი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), სიმონე პაფუნდი (უდინეზე), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), ჯანლუკა სკამაკა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 16 და 20 ნოემბერს, ამხანაგურ მატჩებს ალბანეთისა და ავსტრიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …