იტალიელი ჟურნალისტი მინო ტავერი „იუვენტუსის“ მარცხს „ბენფიკასთან“ გამოეხმაურა და თქვა, რომ გუნდი გასულ სეზონშიც ასე თამაშობდა, შესაბამისად, კრიზისი ახალი ამბავი არ არის.
„იუვენტუსის“ მთავარი დანაკლისი პოგბაა. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და გუნდი უკვე კრიზისშია. „იუვე“ გასულ სეზონშიც ასე თამაშობდა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ნახევარდაცვაში ხარისხი არ არის. იანვარში იყიდეს ვლაჰოვიჩი, მაგრამ ვერ იყნებენ. შარშან 0:3 წააგეს „ვილიარეალთან“, მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ თასის ფინალი წააგეს. „იუვენტუსმა“ იყიდა პოგბა, დი მარია, პარედესი და კოსტიჩი, თუმცა სერია A-ში 18-დან 8 ქულა უკვე დაკარგა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 0 ქულა აქვს“, – თქვა ტავერიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.