მთავარი / სიახლეები / სერია A / ინძაგი: “თუ ჩვენი მეტოქე მინდორზე წაქცეული იქნება, თამაშს არ შევაჩერებთ”

ინძაგი: “თუ ჩვენი მეტოქე მინდორზე წაქცეული იქნება, თამაშს არ შევაჩერებთ”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, „იუვე“ კარგ ფორმაშია და მისმა გუნდმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს.

„ალეგრი ფიქრობს, რომ „ინტერი“ იტალიაში საუკეთესო გუნდია? სასიამოვნოა ამის მოსმენა. ის არის მწვრთნელი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგივე შემიძლია ვთქვა „ნაპოლის“, „მილანის“, „იუვეს“, „რომას“ და „ლაციოს“ შესახებ. ძალიან საინტერესო სეზონი იქნება და ჩვენ გვსურს მთავარი გმირები ვიყოთ და ვეცდებით მაქსიმუმის გაკეთებას. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. „ლაციოსთან“ მარცხის შემდეგ ბიჭებს ძალიან ბევრი ვესაუბრე, რადგან 2:1-ზე მომხდარით ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ როდესაც მეტოქე ფეხბურთელი მოედანზე იქნება დაცემული, თამაშს არ შევაჩერებთ, მხოლოდ მსაჯის სასტვენის შემდეგ გავჩერდებით. ამ წაგების შემდეგ სამშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოგება, რაც არ იყო მარტივი, რადგან ძალიან ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ.

„იუვე“ ისტორიული მეტოქეა და ეს მატჩი დამატებით იმპულსს გვაძლევს, ის სცილდება მხოლოდ 3 ქულას. ვიცით, მატჩის ღირებულება და კარგად, ბალანსირებულად უნდა ვითამაშთ. „იუვეს“ ძალიან კარგი შედეგები აქვს და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.

„ლაციომდე“ მხოლოდ მადრიდის „რეალთან“ წავაგეთ და ის მატჩი ძალიან კარგად ვითამაშეთ. გენუაში ფრეს დავჯერდით, როცა მოედანზე ბოლო 20 რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში კი ჯგუფის ლიდერი დავამარცხეთ, ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასი მატჩი იყო.

ყველამ ვიცით, რომ რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ „იუვეს“ ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ. მათ მორატა და დიბალა დაუბრუნდნენ, რაც მაფიქრებს. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ჩალჰანოღლუმ და სენსიმ ძალიან კარგად ივარჯიშეს, ერთადერთი კორეა დაგვაკლდება. ბონუჩის განცხადება? ბოლო ხანებში არაფერი წამიკითხავს, რადგან მთლიანად მატჩზე ვარ კონცენტრირებული“, – თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს …

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ …