ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონი დაასრულა და მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს.
24 წლის ფეხბურთელის ტრავმას მილანის „ინტერი“ გამოეხმაურა და ფეხბურთელს მალე დაბრუნება უსურვა.
„გამოჯანმრთელებას გისურვებთ ფედერიკო კიეზა. მოუთმენლად ველოდებით შენთან შეხვედრას მოედანზე სხვა დიდ მატჩებში“, – წერს „ინტერის“ ვებგვერდი სოციალურ ქსელში.
“მალე დაბრუნებას გისურვებთ ფედერიკო, მოედანზე გელოდებით”, – ეს უკვე “მილანის” მესიჯია.
In bocca al lupo @federicochiesa, ti aspettiamo presto in campo per altre grandi sfide! 💪#FCIM https://t.co/WtGhYJavdI
— Inter 🏆🇮🇹 (@Inter) January 10, 2022
Wishing you a speedy recovery, Federico Chiesa!
Torna presto Federico, ti aspettiamo in campo!#SempreMilan https://t.co/UBlQ5gn1zp
— AC Milan (@acmilan) January 10, 2022