ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მატია დე შილიო „კალიარისთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
როგორც გაირკვა, დე შილიო მასიმილიანო ირატიმ პროტესტისთვის „ინტერთან“ მატჩის დასრულების შემდეგ გააძევა, ამდენად დისკვალიფიკაციას მოიხდის.
„კალიარისთან“ ვერ ითამაშებს ალვარო მორატაც, რომელიც გააფრთხილეს და რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტში იყო, მოედანზე ვერ გავა.
შეგახსენებთ, რომ „კალიარისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.