მთავარი / სიახლეები / სერია A / მოჯი: “ინტერთან” VAR-ის აშკარა შეცდომები იყო “იუვეს” წინააღმდეგ”

მოჯი: “ინტერთან” VAR-ის აშკარა შეცდომები იყო “იუვეს” წინააღმდეგ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი Radio Kiss Kiss Napoli-ს ესაუბრა. მან „ნაპოლი“ სკუდეტოს მოგების ფავორიტად დაასახელა, ასევე ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

გარდა ამისა, მოჯიმ აღნიშნა, რომ „იუვენტუსი“ „ინტერთან“ VAR-ის გამო აშკარად დაიჩაგრა.

„VAR-ის აშკარა შეცდომები იყო „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, მათ „იუვენტუსი“ დასაჯეს. სკუდეტოსთვის ბრძოლაში კი ფავორიტი „ნაპოლია“, მჯერა, რომ სკუდეტოს მოიგებს. „მილანს“ არ აქვს იარაღი სკუდეტოს მოსაგებად, შეტევაში არ ჰყავს საჭირო მოთამაშეები. „ნაპოლი“ სატრანსფერო ბაზარზეც კარგად მუშაობას, კვარაცხელიას კარგად ვიცნობ. ის მზა მოთამაშეა და შეუძლია ტოპფეხბურთელი გახდეს, მას საოცარი თვისებები აქვს“, – თქვა მოჯიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …