ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მარცხი Prime Video-ს ეთერში ვეტერანმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა შეაფასა და განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ შეცვლების გაკეთება დააგვიანა.
„ჩემპიონთა ლიგაზე მოედანზე უნდა გახვიდე და შედეგს მიაღწიო, არ უნდა ელოდო, რომ რაღაც საჩუქრად მოგივა. როცა რამდენიმე ფეხბურთელი გყავს, რომელსაც სათადარიგო სკამიდან ცვლილების შეტანა შეუძლია, მაშინ ის მეორე ტაიმის მეოცე წუთისთვის უნდა გამოიყენო. გუნდს უფრო მეტი უნდა ემოქმედა გამარჯვებისთვის. ეს „იუვეს“ აკლდა. ეს მარცხი ძალიან მძიმეა“, – თქვა ზეედორფმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.