მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “თავიდან რომ გვთამაშონ, იგივე თამაშს ვითამაშებდით”

ალეგრი: “თავიდან რომ გვთამაშონ, იგივე თამაშს ვითამაშებდით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი აქვს.

„თავიდან თამაშის საშუალება რომ მოგვცენ, ისევ ისე ვითამაშებდი, 75 წუთის განმავლობაში გუნდმა კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში, ისინი ძალიან უკან დაიხიეს და მხოლოდ ერთ ეპიზოდს შეეძლო თამაშის გახსნა. ფეხბურთში არის ასეთი რაღაცები, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო მეტად, ამ საშინელ მარცხს უნდა შევეგუოთ. ბიჭებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან მათ კარგად ითამაშეს.

არავისზე გავბრაზებულვარ, ემერის მივულოცე, რადგან მან შესანიშნავად იმუშავა. პოლემიკა არაფერშია საჭიროა, უბრალოდ ძალიან ვწუხვართ. ზოგჯერ ეპიზოდები შენს სასარგებლოდ ხდება, ზოგჯერ წინააღმდეგ და დღეს ჩვენს წინააღმდეგ მოხდა.

ვცდილობდით თამაშის შეცვლას, გვქონდა ჩვენი შანსები. ვფიქრობ, მათ თამაშის დამატებით დროში გადაყვანა სურდათ ან ერთი ეპიზოდის გამოყენებას ელოდნენ, რაც შეძლეს. შემდეგ ჩვენ უბრალოდ მენტალურად დავეცით.

ნორმალურია, რომ იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ ამ მარცხს მაგრად უნდა დავუხვდეთ. რეალობა უნდა დავინახოთ, ჩვენ საქმეს კარგად ვაკეთებთ. ვწუხვარ, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ასეთია.

სეზონის სრულად ჩაგდებაზე საუბარი უსამართლობაა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ვიბრძოდით მეოთხედფინალში გასასვლელად, ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და იტალიის თასის ფინალში გასასვლელად.

ევროპაში „იუვენტუსზე“ ძლიერი 10 გუნდია. ეს სირცხვილი არ არის, რეალობაა. მე ყოველთვის ვიცი, რა მაქვს ხელში. შეგვეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ ეს ადვილი არ იყო“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვილიარეალთან“ ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში ზედიზედ მესამედ გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …