ფლორენციის „ფიორენტინასთან“ და დუშან ვლაჰოვიჩთან საბოლოო შეთანხმება მიღწეულია სერბი ფორვარდის „იუვენტუსში“ ტრანსფერთან დაკავშირებით.
67 მილიონი ევრო და პლუს 8 მილიონი ევროს ბონუსები „ფიორენტინას“, ფეხბურთელს 4.5-წლიანი კონტრაქტი (1 წლით განახლების ოფციით) და სეზონში 7 მილიონი ევროს ხელფასი.
მხოლოდ ბოლო დეტალები დარჩა მოსაგვარებელი – აგენტებთან საკომისიო თანხა და შეხვედრა ტურინში მიმდინარეობს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩს ტურინში შაბათ-კვირას ელოდებიან და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი 1 კვირა ექნება გუნდთან ადაპტარებისთვის, ხოლო დებიუტი სავარაუდოდ 6 თებერვალს, „ვერონასთან“ სადებიუტო მატჩში შედგება.
აღსანიშნავია, რომ სერბი ფორვარდი ამჟამად კარანტინშია, რადგან კორონავირუსი აქვს და სავარაუდოდ, შაბათამდე უნდა გამოჯანმრთელდეს.