დიდი შანსია მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსი“ დატოვოს, რომლის მიმართ ლონდონის „ჩელსი“ დიდ ინტერესს იჩენს. იტალიური გრანდი ინგლისელებისგან ნაღდ ფულს ითხოვს, მინიმუმ 100 მილიონ ევროს და არ სურს, რომელიმე ფეხბურთში მისი ნაწილობრივ მაინც გაცვლა.
ახლა საინტერესო ისაა, ვინ შეცვლის ნიდერლანდელს ტურინში? იტალიური მედია რამდენიმე ვარიანტს ასახელებს – კალიდუ კულიბალი, გლეისონ ბრემერი, ნიკოლა მილენკოვიჩი, გაბრიელ მაგალაეში და პრისნელ კიმპემბე.
ეს მხოლოდ ვარიანტებია და ჯერჯერობით, რეალური და კონკრეტული ცნობები რომელიმეს შესახებ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.