მთავარი / სიახლეები / სერია A / ვიერი: “10-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად “იუვეს” სკუდეტოს მოგება შეუძლია”

ვიერი: “10-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად “იუვეს” სკუდეტოს მოგება შეუძლია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ სკუდეტოს მოგება 10-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს იანვარში ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდება და უფრო ძლიერი იქნება.

„უნდა შევაქო მასიმილიანო ალეგრის გუნდი. ზედიზედ 6 თამაშის მოგება ადვილი არ არის. პაუზის შემდეგ „ბიანკონერის“ პოგბა, კიეზა და დი მარია დაუბრუნდებიან, რომლებიც 100%-ით მზად იქნებიან. თუ ისინი აგრესიულად ითამაშებენ და ფიზიკურად მზად იქნებიან, „იუვენტუსს“ სკუდეტოს მოგება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება.

თუ ალეგრის გუნდი თავდაჯერებას საბოლოოდ დაიბრუნებს, მათ 7-8-9 თამაშის ზედიზედ მოგება კიდევ შეუძლიათ და მისი ყველა მეტოქეს უნდა ეშინოდეს. გარდა ამისა, „იუვენტუსმა“ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა – კოსტიჩი. ჩემი აზრით, ის განსხვავებას ქმნის და მართლაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“, – თქვა ვიერიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A 2023 წელს განახლდება და „იუვენტუსი“ 4 იანვარს, სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …