მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” ლილიან ტურამის შვილის შეძენა სურს

“იუვენტუსს” ლილიან ტურამის შვილის შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ „გლადბახისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის მარკუს ტურამით ინტერესდება. ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

25 წლის ფეხბურთელს „გლადბახთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინელებს მისი გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ. ტურამით სხვა გუნდებიც ინტერესდებიან, მაგრამ შესაძლოა, „იუვენტუსს“ უპირატესობა ჰქონდეს.

საქმე ისაა, რომ მარკუსი იტალიაში, კერძოდ პარმაშია დაბადებული, მამამისი, ლილიან ტურამი კი „იუვეში“ 2001-2006 წლებში თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში მარკუს ტურამმა 17 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ამჟამად, საფრანგეთის ნაკრებშია მიწვეული, რომლის რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …