ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩში მსაჯის საკამათო ეპიზოდები შეაფასა.
როგორც მან განაცხადა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ხოლო მანუელ ლოკატელი და ხუან კუადრადო გაძევებას არ იმსახურებდნენ.
„ლოკატელის ჯარიმის ეპიზოდი ნათელი არ არის, ასე რომ, ჩემი აზრით, წითელი ბარათი რომ არ უჩვენეს, სწორია. ფეხი მაღლა ჰქონდა, მაგრამ შეხება არ არის მკაფიო. რაც შეეხება კუადრადოს, პირველი ჯარიმა იყო, თუმცა, არა ყვითელი ბარათი. ხელით შეხებაზე ბარათს იმსახურებდა, მაგრამ არ ვეთანხმები სარის, რომ ძაკანიზე ფოლი ყვითელი ბარათის ტოლფასი იყო. ალექს სანდროზე კი ბიძგი იყო და მსაჯს ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა. VAR-იც შეცდა, რადგან ბიძგი აშკარა იყო“, – თქვა მარელიმ.