ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ ტეო ერნანდესმა ხუან კუადრადოზე თამაშის წესები დაარღვია და მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა. ამ მომენტს „იუვეს“ კართან კუთხური მოჰყვა, კუთხურს კი ფიკაიო ტომორის გოლი.
„მილანის“ პირველი გოლი გავიდა კუთხურიდან, რომელიც ტეო ერნანდესსა და ხუან კუადრადოს შორის კონტაქტს მოჰყვა. ეს აშკარა ჯარიმა იყო, რომელიც მსაჯს უნდა დაენახა და დაეფიქსირებინა, ტეომ კუადრადო წააქცია. თუმცა, როდესაც ბურთი მოედნის ფარგლებს ტოვებს, VAR-ს არ შეუძლია ჩარევა, ამიტომაც, არ გამოიყენეს. ეს არის მოედანზე დაშვებული ტიპური შეცდომა, რომელიც მსაჯს თავიდანვე უნდა დაენახა“, – თქვა მარელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „მილანთან“ 0:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა.