მთავარი / სიახლეები / სერია A / “ვერონასთან” კიეზას თამაში საეჭვოა

“ვერონასთან” კიეზას თამაში საეჭვოა

ფედერიკო კიეზას თამაში „ვერონასთან“ საეჭვოა. ამის შესახებ ინფორმაცია მასიმილიანო ალეგრიმ გაავრცელა.

უმძიმესი ტრავმის შემდეგ კიეზა მოედანზე ერთი კვირის წინ დაბრუნდა და ჯერ პსჟ-სთან, მერე კი „ინტერთან“ 20-20 წუთი ითამაშა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე მზად არაა.

კიეზამ მუხლში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მისი მდგომარეობა კარგად უნდა შეფასდეს და შემდეგ გადაწყდება მოახერხებს თუ „ვერონასთან“ თამაშს.

დიდი შანსია, რომ ტურინში არ გარისკონ და ფედერიკომ მატჩი გამოტოვოს. შეგახსენებთ, „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …