მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მანჯუკიჩის სიტყვები კედელზე უნდა იყოს ამოტვირფული”

ალეგრი: “მანჯუკიჩის სიტყვები კედელზე უნდა იყოს ამოტვირფული”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, დადებით შედეგს უნდა მიაღწიონ, რომ „ინტერთან“ მოგებას აზრი არ დაეკარგოს.

„ინტერთან“ გამარჯვებით დიდი სიამოვნება მივიღეთ, მაგრამ მეორე დღეს ეს გვერდი დავხურეთ და უკვე „ვერონას“ ვფიქრობთ. ეს არის გუნდი, რომელიც არ იმსახურებს იმ პოზიციას, რომელზეც ახლა იმყოფება. ხვალ პერინი ითამაშეს, რადგან შჩესნიმ ზედიზედ 12 თამაში ჩაატარა და დასვენება სჭირდება. პარედესი და კინი დაგვიბრუნდნენ, მაგრამ ძირითადში პარედესი ნამდვილად არ იქნება, კინი ვნახოთ. დი მარიას სავარაუდოდ 30 წუთი თამაში შეუძლია. ვლაჰოვიჩის მდგომარეობას დღეს შევაფასებთ, ისევე, როგორც კიეზას და მაკკენის.

დანილოს კაპიტნობა? მატჩის წინა საღამოს კუადრადოს ვესაუბრე, რომელიც ბონუჩის შემდეგაა კაპიტანი. ხუანი ბოლო დროს განერვიულებული იყო და ამიტომ სჯობდა კაპიტანი დანილო ყოფილიყო. ეს პრობლემა არ არის, პირიქით, კარგია.

„ვერონასთან“ ტექნიკურად, ფიზიკურად და ემოციურად მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ, თორემ, რაც „ინტერთან“ გავაკეთეთ, აზრი დაეკარგება. რთული მატჩი იქნება. „ნაპოლი“ საოცარ სეზონს ატარებს და თუ ასე გააგრძელებს, მასთან მიახლოება ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

ფაჯოლი კარგად მუშაობს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კარგად თამაშობენ. მირეტიმ მაგალითად, უკვე 20 მატჩი ჩაატარა ამ მაისურით. მოდით, მათ მშვიდად მუშაობის საშუალება მივცეთ, ფაჯოლი ალბათ ხვალაც ითამაშებს.

ვლაჰოვიჩს მყესის ანთება აწუხებს, თუ ხელმისაწვდომი იქნება, ითამაშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოცდა მოგვიწევს. კიეზა? სანამ მისი მუხლი სწორ ბალანსს ვერ იპოვის, ნორმალურია, რომ გარკვეული დისკომფორტი შეიძლება შეექმნას, ეს რეაბილიტაციის პროცესის ნაწილია და მისი სათამაშო დრო უნდა ვმართოთ.

მანჯუკიჩის სიტყვები, რომ ფეხბურთელმა გოლისთვის კი არა გუნდის გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს? ეს არის სიტყვები, რომლებიც კედელზე უნდა იყოს ამოტვირფული. მილიკი? ახლა ძველებურად ვერ იტანს გოლებს, მაგრამ მე მისით ძალიან ბედნიერი ვარ. 6 დეკემბერს შევიკრიბებით პაუზის შემდეგ და 23 დეკემბრამდე ამხანაგურ მატჩებს ჩავატარებთ, მერე კი შობის შემდეგ მუშაობას განვაახლებთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …